მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე გამოეხმაურა.
„ამ დრომდე აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის“, - განაცხადა ურთმელიძემ.
ამასთან მან მოუწოდა მსჯავრდებულ სააკაშვილს, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მსჯავრდებულ სააკაშვილს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება“, - აღნიშნა ურთქმელიძემ.