მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მსჯავრდებულ სააკაშვილს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება.
რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, ამ დრომდე აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის“, - განაცხადა ურთქმელიძემ.