logo_geo
eng_logo
ლელა ჯუღელი: ჩემი თვალით ვნახე, რაც მოხდა ჟურნალისტი გოგოს მიმართ და ალბათ, კიდევ მოხდება, თუ ეს ძალადობა სამაგალითოდ არ დაისჯება
- +

28 მარტი. 2023. 21:47

ჟურნალისტ ნათია ბერიძეზე ძალადობას გამოეხმაურა მოქალაქე, რომელიც ძალადობას მომღერალ არჩილ მეფარიძეს ედავება.

„ძალიან დიდი ხანია მე ველოდები, რომ სათანადოდ დაისაჯოს მოძალადე. მას მერე გავიდა დიდი დრო. ჩემდა სამწუხაროდ არ მოხდა მისი დაკავება. ეს კიდევ ძალიან ბევრ ცუდ მაგალითს აძლევს საზოგადოებას, იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე, რაც მოხდა ჟურნალისტი გოგოს მიმართ და ალბათ, კიდევ მოხდება, თუ ეს [ძალადობა] სამაგალითოდ არ დაისჯება“, - განაცხადა ლელა ჯუღელმა.

მეფარიძესა და ჯუღელს შორის სასამართლო დავის განხილვა გადაიდო. მიზეზად დაცვის მხარის შუამდგომლობა დასახელდა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მეფარიძე პასუხისმგებლობას თავს არიდებს. მომღერალი არც დღევანდელ პროცესზე გამოცხადდა. არჩილ მეფარიძეს ბრალდება ორი მუხლით, ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე აქვს წარდგენილი. მორიგი სასამართლო სხდომა 2 მაისს გაიმართება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner