მაია სანდუსთან შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი და მისი მარიონეტები სულ უფრო მეტად ცდილობენ მოლდოვის დესტაბილიზაციას.
„თქვენ ამ საფრთხეებსა და რუსეთის ომს გაბედულად და მტკიცედ უპასუხეთ. მოლდოვას შეუძლია ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
„ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს მოლდოვის ხალხს ამ რთულ დროს. თქვენ მარტო არ ხართ. გასულ წელს ჩვენ მილიარდ ევროზე მეტი გამოვყავით მოლდოვის გაძლიერებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ [მოლდოვას] არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მხარს ვუჭერთ ჩვენი ქმედებებით და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ მეტი“, - განაცხადა მან.