logo_geo
eng_logo
კულება: არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა
- +

29 მარტი. 2023. 01:19

დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი მიიღებს მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს რუსეთის აგრესიის სრულად შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანასა და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრიდან უნდა გავიდეს. არ უნდა იყოს არასწორი ინტერპრეტაცია იმისა, თუ რას გულისხმობს სიტყვა გაყვანა“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner