logo_geo
eng_logo
სნაიპერებმა სასწავლო შეკრება გამართეს
- +

29 მარტი. 2023. 13:57

 

 

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე სნაიპერთა სასწავლო შეკრება გაიმართა. თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სნაიპერთა პირადმა შემადგენლობამ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელა.

 

სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევების დახვეწას ისახავდა მიზნად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner