logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში
- +

29 მარტი. 2023. 14:56

 

 

„რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ოჯახის დამოკიდებულებაც მიუღებელია: შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები სააკაშვილთან - ეს არის მათი პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ისინი ამას არ აკეთებენ, რაც სამწუხაროა. გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება. პატიმარს არ უნდა „ვივამედისა“ და პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება. იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს, რომელიც არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ სახელმწიფოს არა აქვს რესურსი, იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner