logo_geo
eng_logo
მარტვილში ამბროსობა აღინიშნა
- +

29 მარტი. 2023. 15:07

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, წმინდა ამბროსი აღმსარებლის გარდაცვალბის 96 წლისთავთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაზე აკადემიკოსებმა ისაუბრეს წმინდა ამბროსი აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესხებ.

 

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,  მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

წმინდა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) 1861 წელს მარტვილში დაიბადა. ის გახლდათ ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს ეროვნული გმირი. 1921-1927 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იყო. 1927 წლის 29 მარტს ამბროსი გარდაიცვალა. ამბროსი ხელაიას პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში. 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა შერაცხა წმინდანად. 2013 წლის 26 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner