logo_geo
eng_logo
ობამა და ერდოღანი ფეთჰულა გიულენის შესაძლო ექსტრადიციის საკითხს „დიდი ოცეულის“ ფარგლებში განიხილავენ
- +

1 სექტემბერი. 2016. 00:48



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის შესაძლო ექსტრადიციის საკითხს ჩინეთში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში განიხილავენ.



„მოლაპარაკებების ფარგლებში, რა თქმა უნდა, განიხილება გიულენის ექსტრადიციის საკითხი. ჩვენ ამის მოლოდინში ვართ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ", - განაცხადა ერდოღანის პრესსპიკერმა.



"დიდი ოცეულის" სამიტი ჩინეთში 4-5 სექტემბერს გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner