logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე „ფორმულას“: ჟურნალისტს თუ დააბრალებ ცრუ დასმენას, ნებისმიერი თქვენი სიუჟეტი დაისჯება ცრუ დასმენის შესაბამისი მუხლით
- +

29 მარტი. 2023. 16:08

 

 

„Postv“-ის ჟურნალისტს აბრალებდნენ ცრუ დასმენას. ეს რომ ასე იყოს, ჟურნალისტს თუ დააბრალებ ამ შემთხვევაში ცრუ დასმენას, ნებისმიერი თქვენი სიუჟეტი დაისჯება ცრუ დასმენის შესაბამისი მუხლით,“ - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

 

„წარმოიდგინეთ, მაგალითად, ნებისმიერი დაბრალება პოლიტიკოსების მიმართ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცრუ დასმენა და დაისაჯოს. ანუ, ნათია ბერიძის მიმართ, რომელიც, თავად ამბობს, რომ ინფორმაცია მიიღო და ეს ინფორმაცია გაახმოვანა, თუ შედეგი დადგება, რომ ეს იყო ცრუ დასმენა, ყოველ დღე „დასაჭერები“ გახდებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

როგორც მდინარაძემ განაცხადა, უსიამოვნო მოსასმენი იყო ის, რაც ჩანაწერებით გავრცელდა და მისი თქმით, ის მთელი პასუხისმგებლობით ადასტურებს აღნიშნულს, მაგრამ შესაბამის კვალიფიკაციაზე - ეს სამოქალაქოა, ადმინისტრაციულია, სისხლის დანაშაულია თუ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და არა თავად მდინარაძემ ან საზოგადოებამ.

 

„თქვენ მხარს უჭერთ იმ პარტიას, თქვენ პირადად არა, ამ მიკროფონის ლოგოს გამო გეუბნებით, ამ ქვეყანაში არის მინიმუმ სამი ტელევიზია, რომელიც პარტიას უჭერს მხარს და მის კუთვნილებას წარმოადგენს, რომელიც ქმნიდა და შექმნა სისტემა, რომელმაც სკამებზე და მაგიდებზე „გადასკოჩილი“ ადამიანები გააუპატიურა და ახლა ამათ, თურმე, ძალიან დიდი წუხილი აქვთ ქალების საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner