logo_geo
eng_logo
გერმანია უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
- +

29 მარტი. 2023. 19:40

 

გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა ოთხშაბათს მწვანე შუქი აუნთო თანხების გამოყოფას, რომელიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს.

დამატებითი დაფინანსება მოიცავს 2023 წელს 3.2 მილიარდი ევროს გამოყოფას, ასევე 8.8 მილიარდი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზებს 2024-2032 წლების პერიოდში.

რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, გერმანიამ უკრაინას 14.2 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner