მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
„ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება! არაბიძემ, 11-დან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა.
აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, არის საჭადრაკო ოლიმპიადისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.