logo_geo
eng_logo
“ნაციონალური მოძრაობის" ქარელის რაიონული ორგანიზაციის წევრი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული
- +

29 მარტი. 2023. 23:32
 

63 წლის მამაკაცს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქარელის რაიონული ორგანიზაციის წევრი და ორი სოფლის კოორდინატორია, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.
 
როგორც ცნობილია, ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მეზობელ 15 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაული მამაკაცმა მის სახლთან ახლოს ჩაიდინა. 
 
სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. 
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
right_banner right_banner
არქივი
right_banner