გამოცემა Foot Mercato-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაახანგრძლივებს. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, იტალიური კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტს ერთი წლით, 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს, ქართველი ფეხბურთელის წლიური ხელფასი კი 1 მილიონი ევროდან 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად, ბონუსებთან ერთად კვარაცხელიას წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა 4 მილიონი ევრო შეადგინოს.
რაც შეეხება კვარაცხელიას სხვა გუნდში შესაძლო გადასვლას, „ნაპოლი“ მზად იქნება, ქართველ ფეხბურთელს 2024 წელს დაემშვიდობოს, თუ მის სანაცვლოდ სულ მცირე 100 მილიონი ევრო იქნება გადახდილი.