„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნას ვერ ბედავენ, ვინაიდან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ ვერ გაბედეს და ახლაც ვერ ბედავენ სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას, ვინაიდან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არ გაგზავნისთვის. სინამდვილეში, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი: მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში“, - აცხადებს კობახიძე.