logo_geo
eng_logo
„თბილსერვის ჯგუფმა“ ავჭალაში, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა
- +

30 მარტი. 2023. 14:39

 

 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ავჭალაში, ივანე კაჭარავას ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული ტერიტორია დაასუფთავეს.

 

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორი გიორგი მარუქაშვილი გაეცნენ.

 

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთსაქართველოს რკინიგზასთანდა ხშირად ერთობლივად ვგეგმავთ დასუფთავების ღონისძიებებს. ამ ადგილის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდის მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია არ არის ჩვენი კომპანიის მოვლა-პატრონობაში, გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და სრულად გავწმინდეთ ლიანდაგების მიმდებარედ არსებული მონაკვეთი“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

 

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მსგავსი ღონისძიებების სახით მომავალშიც გააგრძელებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზე არსებული ტერიტორიების დასუფთავებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner