logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არავის უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომელიც ჩვენ სამართალდამცველი ორგანოების წინააღმდეგ ვიხილეთ - ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების დაშენა, ეს იყო უმძიმესი კონკრეტული დანაშაულები
- +

30 მარტი. 2023. 14:55

 

 

„არავის უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომელიც ჩვენ სამართალდამცველი ორგანოების წინააღმდეგ ვიხილეთ - ვგულისხმობ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, ქვების დაშენას, ეს იყო უმძიმესი კონკრეტული დანაშაულები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან კომენტარი 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებულებზე გააკეთა.

 

„თავისთავად მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და სადაც სავარაუდოდ, არის ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, არავის უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომელიც ჩვენ სამართალდამცველი ორგანოების წინააღმდეგ ვიხილეთ - ვგულისხმობ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, ქვების დაშენას. ეს იყო უმძიმესი კონკრეტული დანაშაულები, რომლისთვისაც კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცველების საქმე და იმედია, ამასთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. იგი აქციაზე პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მამის მიმართ ძალადობის მუხლით ნასამართლევი ლაზარე გრიგორიადისი ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ წევრია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner