„თქვენი მონათლული რუსული კანონი სინამდვილეში სულ არ არის რუსული, ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ კამპანიას“ ეძღვნება,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური არხის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა პარტიულ კონფერენციებზე განსახილველ საკითხებს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კონფერენციებზე საუბარია საერთო თემებზე, გამოწვევებზე, მათ შორის ოპოზიციის მიერ „რუსულ კანონად“ მონათლულ კანონპროექტზე, რომელსაც შეხვედრების საერთო დროის მხოლოდ 2-3% ეთმობა.
„თქვენი მონათლული რუსული კანონი სინამდვილეში სულ არ არის რუსული, როგორი „ფეიკი“ დაალაგეთ, თქვენ ამაზე მელაპარაკებით. საათნახევრიდან ხუთი წუთის განმავლობაში დავუშვათ, უამრავი სხვა თემაა და ეს არის ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი. ე.წ „ფეიკ კამპანია“, რომელსაც ალაგებს „ნაცმოძრაობა“ და მისი დამკვეთები, პატრონები თუ რიგ შემთხვევაში გლობალური ომის პარტიის სხვა წარმომადგენლები და აქედან გამომდინარე ამ თემასაც ვეხებით, ამიტომ ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ კამპანიას“ ეძღვნება. ასე არ არის, რაღაც ნაწილში, როდესაც საერთო თემებზე, გამოწვევებზე ვსაუბრობთ ამ თემასაც მათ შორის ბევრ თემას შორის ვეხებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.