„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე.