logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბოლშევიკური „ტროიკა“ უფრო რადიკალური დაჯგუფება აღმოჩნდა, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობაა“. ამ „ტროიკის“ აქტივისტი აღმოჩნდა პირველი ბრალდებული, რომელიც მძიმე დანაშაულშია მხილებული
- +

30 მარტი. 2023. 15:40

 

 

„ბოლშევიკური „ტროიკა“ უფრო რადიკალური დაჯგუფება აღმოჩნდა, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობაა“. ამას ხომ მოხერხება უნდოდა! ამ „ტროიკის“ აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტი აღმოჩნდა პირველი ბრალდებული, რომელიც მხილებულია მძიმე დანაშაულში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებულზე განუცხადა.

 

„როგორც აღმოჩნდა, სამართალდამცველებზე ძალადობაში ბრალდებული ბოლშევიკური „ტროიკის“ მხარდამჭერია, მისი მამაც, როგორც მე ვიცი და შესაძლოა, ვცდებოდე, თუმცა არ მგონია. ეს ადამიანი, ბრალდების მიხედვით, სავარაუდოდ, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით ბრძოლაში და ეს იყო მათი სტილი. შემთხვევითი არაა, რომ ახლა ვრცელდება ფოტო ვაშაძისა და მისი მამის, ერთად გადაღებული. ვაშაძე იყო მოწოდების ავტორი, რომ თქვა აბა, ახლა პარლამენტს ალყა დავარტყათო (ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ თქვა). ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის დამთხვევა, ბოლშევიკური „ტროიკა“ უფრო რადიკალური დაჯგუფება აღმოჩნდა, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობაა“. ამას ხომ მოხერხება უნდოდა! ამ „ტროიკის“ აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტი აღმოჩნდა პირველი ბრალდებული, რომელიც მხილებულია მძიმე დანაშაულში“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. იგი აქციაზე პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მამის მიმართ ძალადობის მუხლით ნასამართლევი ლაზარე გრიგორიადისი ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ წევრია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner