logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ეს პერიოდი სასიამოვნო მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში...
- +

1 სექტემბერი. 2016. 02:51



დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე მის უკვე ყოფილ კოლეგებს მიმართავს:

 

 

დღეს განათლების საერთაშორისო ცენტრში საქმიანობის ბოლო დღეა. ეს პერიოდი სასიამოვნო მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. ცენტრმა ასეულობით ახალგაზრდას გზა გაუხსნა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის აუცილებელი ახლებური ცოდნის სამყაროში. ისინი ღირსეულნი, პატრიოტნი და თანამედროვე გამოწვევებისათვის მომზადებულნი დაუბრუნდებიან საკუთარ სამშობლოს. ცენტრის საქმიანობის წარმატება აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც. ამის დასტურად მხოლოდ საფრანგეთის სახელმწიფოსთან ერთობლივი პროგრამა და აშშ-სთან ერთადფულბრაიტის" პროგრამის განხორციელებაც საკმარისია. ცენტრი ასევე ჩართულია საჯარო სამსახურის რეფორმაში.

 

შემუშავდა ქართულ რეალობაზე მორგებული პროფესიული განვითარების უნიკალური სისტემა, რომელიც საჯარო მოხელეების კვალიფიკაციას სრულიად ახალ, განსაკუთრებულად მაღალ დონეზე აიყვანს. ამ ყველაფერს ახორციელებს შემოქმედი გუნდი, რომელსაც ნინო ჭელიძე უდგას სათავეში. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო მასთან ერთად მუშაობა. მე ამ ადამიანისგან ბევრი ვისწავლე და მასთან ურთიერთობაში გავიზარდე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას, ქალბატონ მაია ცქიტიშვილსა და ქალბატონ ნინა კობახიძეს, რომლებიც იდეების უწყვეტად მოწოდებისა და ძლიერი მხარდაჭერის პარალელურად, პრაქტიკულად უშუალოდ არიან ჩართულნი ცენტრის საქმიანობაში. მჯერა, ასეთი მოწადინებული პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი დიდ წარმატებას მიაღწევს. აქაურობის მიმართ ყოველთვის ნოსტალგია მექნება, იმიტომ რომ აქ მეგობრები შევიძინე.

 

მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც ამ ხნის განმავლობაში მომიწია მუშაობა. მიგულეთ თქვენს გვერდით."- აღნიშნავს რატი ბრეგაძე.




დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისმოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა.


რატი ბრეგაძე დაიბადა 1982 წლის 12 დეკემბერს, 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,  2011 წელს დაამთავრა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner