logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები, ისინი უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. მაგრამ შალვა რამიშვილზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია
- +

30 მარტი. 2023. 15:50

 

 

„მთავარია, არავის ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები, ისინი უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არის კონკრეტული ტელევიზიის, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, მასზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია. ვგულისხმობ შალვა რამიშვილს“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ქალთა მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში სხვა სუბიექტებიც არიან შემჩნეულები, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები, თუმცა მათ მიმართ ასეთი თავდასხმა არ ხორციელდება.

 

„შეგახსენებთ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და მასზე იყო კოორდინირებული ფაშისტური შეტევა - მას მოღალატედ აცხადებდნენ, მაშინაც არ მახსენდება არცერთი NGO-ს, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადება. აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი. სადაც პოლიტიკურად სჭირდებათ ვიღაცის გაშავება, აქ არიან კოორდინაციაში, სადაც დასაგმობი ქმედების დაგმობა პოლიტიკურ ინტერესში არ შედის, ისინი არიან აბსოლუტურად ჩუმად. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი - სადაც საჭიროა პოზიციის გამოხატვა, იქ გამოვხატავთ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner