„ქვეყანაში მძვინვარებს LGBT+-∞ პროპაგანდა. მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ! ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა გამოსწორდეს,“ - ასე აფასებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოგრაფიულ მონაცემებში უარყოფითი სალდო ფიქსირდება.
მისივე თქმით, ქვეყნის მორალურ და ფიზიკურ განადგურებამდე მიყვანისთვის აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სატელევიზიო სივრცე, სადაც სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ იდეოლოგიას აქტიურად ავრცელებენ. როგორც ვატო შაქარიშვილი აღნიშნავს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის მიმართ საზოგადოების ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ LGBT+ პირდაპირი და ირიბი კამპანიების წარმოებისთვის ქვეყნის გარედან დიდი ფინანსური ნაკადის შემოდინებაა.
„საქსტატის მონაცემებით 2022 წელს საქართველოში დემოგრაფიულ მონაცემებში კვლავ უარყოფითი სალდო დაფიქსირდა. გასულ წელს, თითქმის 7000-ით ნაკლები ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. (შობადობა - 42 319; სიკვდილიანობა - 49 118) ამ დროს, ქვეყანაში მძვინვარებს LGBT+-∞ პროპაგანდა. მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ! ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა გამოსწორდეს. ნაც-ლიბერალურ არხებზე რაღა ვთქვა, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის ბაია პატარაიას ორგანიზაციის მომზადებული ე.წ. სოციალური რეკლამა, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახის შექმნამდე და შვილის გაჩენამდე “კარგად დაფიქრებისკენ” მოუწოდებს… ასევე, მათ ეთერში, იმ გადაცემებში, რომლებსაც არასრულწლოვანი მაყურებელი ყავს, ავრცელებენ LGBT+-∞ იდეოლოგიას… ქვეყნის გარედან უდიდესი ფინანსური ნაკადები შემოდის სწორედ ამ მიზნით, რომ მოხდეს პირდაპირი და ირიბი კამპანიების წარმოება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მორალურ და ფიზიკურ კატასტროფამდე მიყვანას,“ - წერს ვატო შაქარიშვილი.