„ბოლშევიზმის“ რეინკარნაცია ლიბერალი ფაშიზმის სახითღრმად პატივცემულო მკითხველო, საქართველო, თავისი 3000 წლოვანი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთ უმძიმეს ფაზას გადის. ჩვენ, თანამედროვე ქართველები მემატიანეთაგან გადმოცემული ისტორიით შევიცნობთ ჩვენს წარსულს, მაშინდელი საზოგადოების ყოფას, (მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო მოველენებს), სახელმწიფოს მმართველობის სისტემას, მეფეთა, დიდაზნაურთა, თუ დაბალი წოდების წარმომადგენელთა როლს ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, დაცვის, დღევანდელობამდე მოყვანის საქმეში. ისტორიიდან ცნობილია, ზემოთ აღნიშნული წოდების წარმომადგენელთა მიერ საქართველოსთვის გაღებული როგორც უდიდესი ღვაწლის შესახებ, სამწუხაროდ, ასევე, გამაოგნებელი ღალატის, დაცემის, ზნეწამხდარობის უამრავ ფაქტსაც უნდა გავუსწოროთ თვალი“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
„მინდა ამ პატარა წერილში საქართველოს ბოლშევიკურ-მენშევიკურ ჯირითში 70 წლიანი არსებობის მცირე ასპექტები მიმოვიხილო. მოგეხსენებათ, ბოლშევიკურ-მენშევიკური იდეოლოგიის ქართველები განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდენ ყოველივეს ქართულს, ეროვნულს, ქრისტიანულს, ადამინურს, ჩვენი ერის დიდი წინაპრების მიერ აქამდე მოტანილს, ებრძოდნენ და მოკლეს ბოლშევიკ-მენშევიკებმა ერის მამა - ილია ჭავჭავაძე, ებრძოდნენ ვაჟას, აკაკის, გალაკტიონს, ტიციანს, პაოლოს, მიხეილ ჯავახიშვილს, მოკლეს პატრიარქი ამბროსი ხელაია, მიტროპოლიტი ნაზარი, კოტე აფხაზი და კიდევ უამრავი მამულიშვილი. დაანგრიეს ეკლესიები, გადაადნეს ზარები, დაიწყეს ბინძური ჭორების გავრცელება სასულიერო პირებზე, უდიდესი წნეხის ქვეშ იყვნენ მათთვის არასასურველი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მამულიშვილების ოჯახის წევრები. ამ ყველაფრის შესახებ კარგად მოეხსენება ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ შედარებისთვის კიდევ ერთხელ მინდოდა გამეხსენებინა ეს შავი, 70 წლიანი სისასტიკე, სადაც ლამის ყოველი მეორე ქართველი დამსმენად გადააქცია ბოლშევიკურმა რეჟიმმა, სადაც ვიდრე დაიჭერდნენ და დასახვრეტად შეამზადებდნენ, მანამდე უმწვავესი ბულინგით, ჭორებით, „მორალური“ წნეხით შეთხზული პასკვილებით უნგრევდნენ სულისკვეთებას მსხვერპლსა და მისი ოჯახის წევრებს. დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო.
ახალი ადამიანის გამოინკუპატორება იყო მათი მთავარი მიზანი. სადაც მსოფლიო პროლეტარულ აჯაფსანდალში ქართველ ხალხს რომელიღაც უმნიშვნელო ინგრედიენტის დანიშნულება ექნებოდა. ხოლო იმისთვის რომ ამ მდგომარეობამდე მისულიყო ერი, უნდა დაევიწყებინა ყველაფერი, ის რაც ახსოვდა მას მეხსიერების 3000 წლის განმავლობაში, დიახ, 70 წელიწადში უნდა დავიწყებას მისცემოდა ყოველივე ქართული. რა იყო ამისთვის საჭირო? ეროვნული ცნობიერების მოსპობა, უსამშობლო, უწინაპრო, უწარსულო, უზნეო, უმეგობრო, უინტელექტო საკუთარ ეროვნულ თავმოყვარეობას გამიჯნული ახალი ადამიანი. ვისთვისაც თამარ მეფე არ იქნებოდა უკანონო და უსინდისო ადამიანი როგორც ლ. ბერძენიშვილი ბრძანებს და არა სახე, ქართველი ერის დიდებისა, შემწყნარებლობისა, სიძლიერისა, კეთილშობილებისა. ილია ჭავჭავაძე უნდა ყოფილიყო სასტიკი, მჩაგვრელი, მეწამული და არა მამა ერისა, ვაჟა ფშაველა უნდა ყოფილიყო ეკოლოგი პოეტი, ბუნების პეიზაჟთა გადმომცემელი და არა უდიდესი მოაზროვნე და ჰუმანისტი, მსოფლიო დონის შედევრების შემქმნელი;
კოტე აფხაზი უნდა ყოფილიყო ტყეში გავარდნილი ყაჩაღი, არქაული გადმონაშთი და არა თავისუფლებისათვის მებრძოლი ნაციონალური გმირი, ამბროსი ხელაია უნდა ყოფილიყო ბნელი წარსული და არა სამშობლოს შეწირული ზვარაკი, ერის უკვდავების თვალსაჩინო მაგალითი და კიდევ რამდენი შეიძლება გავიხსენოთ...აქვე მინდა, ბოლშევიკთა იდეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე საზარელ მხარეზე ვთქვა ორიოდე სიტყვა.
საქმე ეხება ოჯახის, როგორც ასეთის ცნების გაუქმებას. ეს ძალიან კარგად ჩანს, ლენინის, ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის და საქართველოში მოთარეშე ბოლშევიკთა საჯარო გამოსვლებსა თუ მათ მიერ გამოქვეყნებულ ტრაქტატებში. საილუსტრაციოდ მოვიყვან მაშინდელი ერის გამხრწნელ მიდგომას ოჯახის მიმართ. ადამიანებს ოჯახის გარეშე შეეძლოთ დაეკმაყოფილებინათ სქესობრივი მოთხოვნები ურთიერთშორის, შეუზღუდავად ეცვალათ პარტნიორები, დაბადებული პირმშონი კი პროლეტარიატის საკუთრება ყოფილიყო. სახელს, გვარს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არც მამისა და დედის იდენტიფიცირება იყო საჭირო და არც გენეალოგია, მთავარია აღზრდილიყვნენ პროლეტარული სულისკვეთებით კომკავშირლებად და შემდეგ ზომბირებულ ბოლშევიკებად ჩამოყალიბებულიყვნენ.
ახლა ლიბერალურ ფაშიზმზე ვისაუბროთ, დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ პატივცემულო მკითხველო. არა სამშობლოს ინტერესებს, არა ჩვენს ისტორიის წარსულს, არა ჩვენს წინაპრებს, არა ჩვენს ეკლესიას, უნდა გავსაჯოთ სასულიერო პირნი, ძირს მოღალატე პატრიარქი, ვინ ამბობს ამას? ლიბერალური ფაშიზმის გურუ: ლევან ბერძენიშვილი, მისი იდეოლოგიური ნაშიერნი: ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლივშილი და კიდევ ბევრი სხვა.როგორც კი საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი „ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“ ვინ აწივლდა გველის ოსლიპა ენით? ისევ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. რა საჭიროა ოჯახის დეფინიცია? ხომ არ გეცნოთ ბოლშევიკთა დამოკიდებულება ოჯახთან მიმართებაში, კეთილო მკითხველო?„სანამ ერეკლე მოღალატედ არ არის გამოცხადებული“ კვლავ ამოიფშვინა ინტელექტუალურმა „ბომჟმა“ ლ. ბერძენიშვილმა, ანუ მამაცთა შორის უმამაცესი, საქართველოს მსახურებაში გაცვეთილი მეფე ერეკლე მოღალატედ, ხოლო ვინმე ვანო ჩხიკვაძე, რომელიც შავით თეთრზე წერს საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსიო-გმირი!
კვლავ ხომ არ გეცნოთ ბოლშევიკურ ცრუ გმირებით ნამდვილ გმირებად ჩანაცვლება ამჯერად ფაშიზმის ჭრილში?თუმცა ნიშანდობლივია ერთი პასაჟი, ასე ვთქვათ, ლიბერალური ფაშიზმის „ვირეშმაკული“ ტენდენცია, ანუ იმას რასაც ებრძვიან რეალურად, თითქოს იცავენ მას. ეს თაღლითობა უნდათ შეასაღონ რუსთაველის მშობელ ერს, როგორც სიმართლე. მაგალითად: ხათუნა სამნიძეს, ამ გზააბნეულ, უგულშემატკივრო, ფსკერ ადამიანს მაისურზე გამოსახული აქვს ბოლშევიკების მიერ რწმენისთვის დახვრეტილი ამბროსი ხელაიას პორტრეტი! ცინიზმის დონე აღარ იზომება... ამ ადამიანს, რომ ხელეწიფებოდეს, საერთოდ მოსპობს ყველა ეკლესიას, წმინდანის ფიცით უნდა მოიპოვოს მხარდაჭერა ხალხში, ანუ რაც ჭირივით სძულს ცნობიერებით, ცდილობს უტიფრად დაგვაჯეროს შეაპაროს ხალხს. (ამ ერთუჯრედიანის მოსატყუებელი ვინ არის) მიყვარს ამბროსი ხელაიაო.
სალომე სამადაშვილი, ილია ჭავჭავაძის სურათიანი მაისურით გამოგვეცხადა, ეს არსება, როდესაც ნაც-ფაშისტების მიერ ქართველი ხალხის სულთახუთვა ხორციელდებოდა, ბენილუქსის ქვეყნებში ელჩად იყო მივლინებული. მაშინ სალომე სამადაშვილამდე, ქართველი ხალხის მოთქმა და გოდება არ აღწევდა, არ ესმოდა მის ტკბილ ნირვანაში მყოფს დატერორებული ხალხის გმინვა. დღესაც ეს ბოროტი ადამიანი, მართლაც რომ თავზეხელაღებული დაწანწალებს ევროპაში და წამლავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსიო (ისევე როგორც თავის დროზე კანდელაკი და სხვა ნაცფაშისტები ევედრებოდნენ ევროპას არ მისცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაო).დავით უსუფაშვილი, რომელიც ბედის ირონიით პარლამენტის თავმჯდომარედაც კი მუშაობდა ერთხანს, ცხრა აპრილის შემდეგ კომუნისტური პარტიის წევრად მონათლეს და პარტიის სიღნაღის რაიკომის ინსტრუქტორობაზე რომ ოცნებობდა, ამჯერად ლიბერალური ფაშიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია.ეს ცნობიერება ჩამოშლილი სასოწარკვეთილი კაცი, უიმედოდ ელოდება ქართველი ერის ნაციონალური სულისკვეთებისაგან დაცლას და ყველაფრისმკადრებლის სტატუსს, ახალი ექსტრა უტიფრობით ამაგრებს. იგი ცდილობს ავადსახსენებელი „ორი გვამი“ მინდა ვანო და ირაკლი ღარიბაშვილი ერთ სიბრტყეში დააყენოს. ამაოა, იცის თვითონაც, მაგრამ გესლი ხომ უნდა გადმოღვაროს, თავის ბოსებს ხომ უნდა დაანახვოს ბასრი ვარო, ლიბერალური ფაშიზმის ორგკომის ინსტრუქტორმა, „ბუდარა“ უსუფაშვილმა.
ახალგაზრდულ კომკავშირელ-ჭიჭე ვაშაძეზე და მის შნირზე პ. მანჯგალაძეზე შეჩერება არ ღირს ქალბატონი კიკუ მათზე ბევრად ვაჟკაცია.ქალბატონი კორძაია, ფეხის ფრჩხილებიდანვე რომ სძულს საქართველო და ყოველივე ქართული, ისე გულგრილად დააკვირდებოდა კოტე აფხაზის დახვრეტას, როგორც ნადეჟდა კრუპსკაია, 9 იანვარს მღვდელი გაპონის მიერ გაბრიყვებული ხალხის ამოჟლეტას. თუმცა შეუძლია დღეს მაისურზე კოტე აფხაზის სურათით მოგვევლინოს .ანა ნაცვლიშვილი, თანამედროვე როზა ლუქსემბურგი, ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი სახე მევახშეთა გილდიიდან. ეს არსება ბოლშევიკთა ზეობის ჟამს, (ცნობიერებით იგი ბოლშევიკია, ოღონდ ლიბერალური ფაშიზმში რეინკარნირებული) დაყოვნების გარეშე ჩაიცმევდა გალიფეს შარვალს და ე.წ. „ცარსკებს“ არც მაუზერის ჩამოკიდებას იუხერხულებდა, დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გესლს ანთხევს, აუწერელი ბოღმით და პრემიერ-მინისტრს პარლამენტისთვის შეუფერებელი უდიერებით დასძახოდა-დიახ, არ გეკუთვნით კანდიდატის სტატუსიო.გუბაზ სანიკიძე, ეს დედალი მამრი, ეს ნაცარქექია, ეს ცრუ გუბაზი, (ვაგლახ რა დიდებული მეფის სახელს ატარებს ეს ვერცხლმოყვარული კაცი) პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე რომაა და ისტორიკოსობს, ლამის ლეონტი მროველობას რომ იბრალებს, ისე ურცხვად მიხოხდა ნაცების სალაფავით სავსე გობთან, თავისი ძველი განცხადებები სააკაშვილზე აღარ გახსენებია. წერილი მზად იყო როცა თვალი შევავლე გუბაზისა და მისი მორდუს დავით აქუბარდიას „ტელებუტკაში“ საუბარს, სომხებზე ღადაობდნენ ეს ორი თავსაფრიანი კაცი.
ეთნიკური ნიშნით ადამიანებზე ანგლობა, დემოკრატიულად შარვალჩახდილი კაცების ამქარში მყოფი გუბაზი და აქუს მიერ რამდენად დემოკრატიულად გეჩვენებათ, კეთილო მკითხველო? და საერთოდ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 400-ზე მეტი ეთნიკური სომეხი შეეწირა თქვე ნაძირლებო, სხვა ბევრი ეთნოსის წარმომადგენლებთან ერთად. ენა ქარქაში გქონდეთ აქუ-ბუდარიხავ და შავგულა-გუბაზო! ეს პირველი შემთხევევა არ არის, მშრომელთა პარტიის მილიონერი თავმჯდომარე და ფანჩატურის დირექტორი შალიკო ნათელაშვილი შემჩნეულია ამ საქმეში და ერთად არ მიიღოთ პასუხი ყველამ, თქვე ბოლშევიკების იდეურო შთამომავალნო.
და ბოლოს, რეინკარნირებულ ბოლშევიკებს ლიბერალური ფაშიზმის სახით წარმოდგენილებს ვეტყვი შემდეგს: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტის გაწყვეტა მოგიწევთ თქვენ და თქვენს პატრონებს საწადელის აღსასრულებლად. გარწმუნებთ, რომ თქვენი ვერაგული ზრახვები, თქვენთან ერთად მოკვდება. სატანას ებარებოდათ უსამშობლოებო! დედაღვთისმშობელი ფარავდეს ქართველ ხალხს“, - წერს ჩიხელიძე.