რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:
„პ ა რ ა დ ო ქ ს ი!!!
გამოშტერებულ ქართველებს არ ესმით, რომ მათი მომავალ ოქტომბრის თვეს წყდება, დიახ!
საქართველოს ბედი წყდება!
გაიგეთ?
ვისაც სამშობლო უყვარს და არა გამორჩენა და ფული, დაფიქრდით!
რა დროს - "თოვლი არ გამიწმინდეს ჭიშკართან", "სახურავს ხე დაეცა და წყალი ჩამოდის", "მანქანა ყველას ყავს და მე კი არა!", " ცოლმა მიღალატა და მიმატოვა!"
გაიგეთ, უცნაურო მათხოვრებო, ეს არჩევნები ოპერის ხმადაკარგულ მომღერლების ან CIS-ის, ბავშვებით და ორგანოებით მოვაჭრე ქალის დეპუტატობა სულ არ მაღელვებს, ამაზე კოლხებმა ჩაიხედონ თავის შერჩენილ სინდისის ნაფლეთებში!
წყდება მთავარი პრობლემა:
ან სამუდამო ლპობა და სისხლის ღვრა
ან ქართულ სული!"- წერს სტურუა.