თურმე ერდოღანსაც ეჩვენება, როგორც ჩვენ, რომ გარკვეული დასავლური ძალები მისი ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევას ცდილობს, - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას სოციალურ ქსელში.
როგორც ნინო ფოჩხუა წერს, ერდოღანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო კამპანიაში თურქეთის ჩართვით გარკვეული დასავლური ძალები არიან დაინტერესებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ შეიარაღებული კონფლიქტის რისკები ნამდვილად არსებობს. მისივე განცხადებით, ყველა სუვერენული სახელმწიფო ჯერ საკუთარ ინტერესებს იცავს და ასე იქნება საქართველოშიც.
„თურმე ერდოღანსაც ეჩვენება, როგორც ჩვენ, რომ გარკვეული დასავლური ძალები მისი ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევას ცდილობს. ლომჯარიას და მისნაირ ფსევდო-ლიბერალებს მინდა მივმართო, ახლა რაღას იტყვიან ჩვენც გვეჩვენება, თურქეთსაც ეჩვენება, ისრაელსაც და ა.შ? ყველა სუვერენული ქვეყანა ჯერ იცავს თავის ინტერესებს და მერე სხვისას, გინდ თავის სტრატეგიული პარტნიორი იყოს, კარგად დაიმახსოვროს ჩვენმა მეხუთე კოლონამ, ასე იქნება აქაც და ამის გარანტი დღევანდელი ხელისუფლება იქნება.“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.