logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩინეთი პუტინის სისუსტეს იყენებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენა რუსეთზე
- +

31 მარტი. 2023. 01:35

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთი იყენებს ვლადიმირ პუტინის სისუსტეს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენა რუსეთზე.

„პრეზიდენტი სი უკრაინაში სასტიკი და უკანონო შეჭრით შესფოთებული არ არის, თუმცა პუტინის რუსეთთან „უსაზღვრო მეგობრობას“ ინარჩუნებს. მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დინამიკა შეიცვალა. [სი ძინპინის რუსეთში] ვიზიტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს. და ცხადია, რომ ძალაუფლების ბალანსი ამ ურთიერთობაში ახლა შეიცვალა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner