logo_geo
eng_logo
რობინ დანიგანი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა
- +

30 მარტი. 2023. 21:30

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან მუშაობა, რათა „დავეხმარო მათი ოცნების ახდენაში იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულები ევროკავშირში, ნატოსა და დასავლეთში“.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს, არამედ ღრმად მჯერა, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც არის. ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთთან, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა და შეუძლია გაუძლოს რუსეთის მავნე ქმედებების ზეწოლას. საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია გასული 30 წლის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული შემაშფოთებელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - აღნიშნა რობინ დანიგანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს გააძლიერებს, მათ შორის აშშ-ის ექსპორტისა და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდით.

ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ვინაიდან რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ვიმუშავებ ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ რუსეთმა შეასრულოს მისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner