31 მარტი ქართველი ერის ერთიანობის, სულისკვეთებისა და მიზანსწრაფულობის სიმბოლოდ იქცა - 1991 წლის რეფერენდუმზე, რომელშიც 3 მილიონ 300 ათასზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა, თითქმის 99-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 9 აპრილს კი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გაათავისუფლა.
დღეს რეფერენდუმის ჩატარების თარიღთან ერთად, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა - ზვიად გამსახურდია 84 წლის გახდებოდა.