logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დიდი მადლობა, ჩემო პრეზიდენტო, რომ ერს თავისუფლება აჩუქე!
- +

31 მარტი. 2023. 11:52

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მისი გულისთვის უიარაღო ხალხი ტყვიაზე მიდიოდა - ხალხს სიხარულის ცრემლი მოდიოდა მის დანახვაზე!

 

მას არც ფული ჰქონდა, არც ავტობუსებით ჩამოყავდა ხალხი და არც ტელევიზიები უკეთებდნენ პიარს, მაგრამ 100 000 -200 000 ქართველი ტყვიების წვიმაში გამოდიოდა მის მხარდასაჭერად, თავს წირავდა მისი იდეისთვის!

 

ის ეროვნული იდეა - თავისუფლების სიმბოლო იყო!

 

ბედნიერი ვარ, რომ მისი ერთგული ჯარისკაცი ვიყავი, ვარ და ვიქნები!

 

ის ჩემი და ჩვენი მასწავლებელია - მან გვასწავლა თავისუფლება, მან გვაზიარა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას!

 

ის დიდი განმანათლებელი იყო, მიტინგზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა ლექციას ჰგავდა - დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოზე, ქვეყნის ჭეშმარიტ ისტორიაზე!

 

ერის ქრისტიანობისკენ , მართლმადიდებლური რწმენისაკენ შემობრუნება მხოლოდ მისი და მერაბის დამსახურებაა!

 

ის დინების საწინააღმდეგოდ წავიდა, სხვაგვარად არ შეეძლო, ის ხომ ჰეროიკული გმირი იყო, თავისუფლების სიმბოლო, ერის განმათავისუფლებელი!

 

ის კაცი (ჯორჯ ბუში), რომელმაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა - ამერიკის რიგით პრეზიდენტად დარჩება, როგორიც აშშ-ის უამრავი და მასზე უკეთესი ჰყავდა - ზვიადი კი ერთადერთ განმათავისუფლებლად, ნამდვილ პრეზიდენტად, ეროვნულ გმირად შევა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში!

 

მან სიკვდილის შემდგომ დაამარცხა თავისი მტრები - დაჩოქილები შენდობას ითხოვენ , თავიანთ საქციელს ინანიებენ!

 

ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად შეუნდობდა, ის ხომ საოცრად დიდსულოვანი ქრისტიანი იყო!

 

ბედნიერი ვარ, რომ ბოლომდე მის გვერდით ვიდექი, საქართველოს ჭეშმარიტი სიყვარული მან მასწავლა, 19 წლის ბავშვს როგორც თანასწორს ისე მესაუბრებოდა, ერთხელ არ უგრძნობინებია, რომ ის უმაღლესი ინტელექტის გმირი იყო, ხოლო ჩვენ - უბრალო მოკვდავნი!

 

ის შეგნებულად წავიდა თვითშეწირვის აქტზე, ბილწს არ შეეკრა, რადგან სხვაგვარად არ შეეძლო!

 

დიდ „ზვიად განმათავისუფლებელად“ შევიდა ისტორიაში - მან მთელი ეპოქა შექმნა!

 

დიდი მადლობა, ჩემო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ერს თავისუფლება აჩუქე, დიდი მადლობა, რომ ჩვენი შვილები დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის ეწამე და ეკლიანი გზით იარე, დიდი მადლობა, რომ ჭეშმარიტება დაგვანახე!

 

დღეს ზვიად (განმათავისუფლებელი) გამსახურდიას დაბადების დღეა, დღეს, 31 მარტს, ჩაუყარა მან საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას - კურთხეულ იყოს დიდი ზვიადის სახელი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ!!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner