„დღეს პარლამენტის ტრუბუნასთან იდგა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე უცხო ქვეყნის აგენტი, რომელსაც, საუბედუროდ, საქართველოს პრეზიდენტი ეწოდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას, სადაც მან წლიური ანგარიში წარადგინა.
გვიდიანი საქართველოს პრეზიდენტს სამარცხვინოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი იმპიჩმენტი უკვე ღირსების საკითხია.
„დღეს პარლამენტის ტრუბუნასთან იდგა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე უცხო ქვეყნის აგენტი, რომელსაც, საუბედუროდ, საქართველოს პრეზიდენტი ეწოდება სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili, ქვეყნის სირცხვილი და მოღალატე ხართ, მადამ პრეზიდენტო - აბსოლუტურად სამარცხვინო! უკვე ღირსების საკითხია ამ ქალის იმპიჩმენტი!“ - წერს ანდრია გვიდიანი.