logo_geo
eng_logo
სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება
- +

1 სექტემბერი. 2016. 10:35



ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. 08:00 საათისთვის ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადავიდა.



სამაშველო სამსახურის ცნობით, დატბორვის გამო გზაზე შეფერხება ერთი საათის განმავლობაში იყო, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მოძრაობაც აღდგენილია.


სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.


ძლიერმა წვიმამ ბათუმში, ჭაობის დასახლების რამდენიმე უბანიც დატბორა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner