„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი რომ რეალობას აცდენილი „ფაქტებით“ საუბრობს, ახალი არ არის. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის კანდიდატობის „მოსურნე“ აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ვერ იხსენებს მისი მეგობრის ემანუელ მაკრონის აბსურდულ განცხადებას საქართველოს გეოგრაფიასთან დაკავშირებით,“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა არაფრისმთქმელი იყო და ემსახურებოდა ვიღაცის წინაშე ქულების დაწერას. მისივე თქმით, ზურაბიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს არ იხსენებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი რეალობას აცდენილია.
„გამოსვლა გამოსვლისათვის, რომელიც ნამდვილად შეგიძლია ვთქვათ არაფრის მთქმელია, გარდა მისი პირადი მტრობისა მმართველ პარტიასთან და სამარცხვინო მცდელობა ვიღაცის წინაშე ქულების დაწერისა! ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ რეალობას აცდენილი „ფაქტებით“ საუბრობს ახალი არ არის. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის კანდიდატობის „მოსურნე“, აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ვერ იხსენებს მისი მეგობრის ემანუელ მაკრონის აბსურდულ განცხადებას საქართველოს გეოგრაფიასთან დაკავშირებით. ასევე ვერ იხსენებს თუ ვინ „ეპატიჟება“ საქართველოს მეორე ფრონტის გასახსნელად. სავარაუდოდ არც ეს ემახსოვრება, თუ როგორ მიესალმებოდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სამხედრო გადატრიალებით დამხობას,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.