logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ
- +

31 მარტი. 2023. 15:24

 

 

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა!

 

მისი თქმით, დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ

 

„მიუხედავად იმისა, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა, მაინც ბოდიშს ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვისაც ვარწმუნებდი მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის! თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმში, ჩოხატაურში… სადაც ჩავედით და მის მხარდასაჭერად დარბაზები გადავჭედეთ… ბოდიში! პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა აროგანტული, უსაფუძვლოდ ამპარტავანი, უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა! დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ. ქართველმა ხალხმა ის პრეზიდენტად აირჩია, უცხო ქვეყნების ძალებმა კი, ოპოზიციის ლიდერად დანიშნეს. აღიარებამაც არ დააყოვნა მქუხარე ტაში „ნაცმოძრაობისგან“ და მადლობა გახარიასგან. ღალატსაც ვერ ვარქმევ… არის კი საქართველო მისი სამშობლო?“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner