logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის გარემოცვაში იყვნენ ე. წ. გავლენის აგენტები
- +

1 სექტემბერი. 2016. 10:37


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი ან შეცდომაში იყო შეყვანილი, ან დანაშაულის ტოლფასი შეცდომა დაუშვა,  როდესაც  2008 წლის 7აგვისტოს ცეცხლის გახსნის ბრძანება  გასცა.


„ევროპის არაერთი ქვეყნის, აშშ-ის, NATO-ს წარმომადგენლები სააკაშვილ აფრთხილებდნენ, არ აჰყოლოდა რუსეთს და არ გაეცა ბრძანება ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით. სააკაშვილი ან შეცდომაში იყო შეყვანილი,  ან დანაშაულის ტოლფასი შეცდომა  დაუშვა ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით. შეიძლება სააკაშვილის  გარემოცვაში იყვნენ ე.წ.   გავლენის აგენტები, რომლებმაც გამოიწვიეს დასავლური რეკომენდაციების უგულებელყოფა  და სწორედ იმ გზაზე  შედგომა,  რომელმაც საბოლოო ჯამში ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა. ამ ტერიტორიებზე სამხედრო გაძლიერება ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესებში", - განაცხადა გიორგი ვოლსკმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner