„ეს იყო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი აგენტის გამოსვლა,“ - ასე აფასებს ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს.
„ეს იყო გამოსვლა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დაბრძანებისთვის დიდი ძალისხმევა გასწია ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“. ეს იყო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი აგენტის გამოსვლა. ისევე როგორც მისი „მეგობრები“ შარლ მიშელი და ემანუელ მაკრონი ამ ქალბატონის გამოსვლაც ემსახურებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას და ჩვენს არ გაწევრიანებას ევროკავშირში. აღარც მიკვირს, გაიშიფრა აგენტი, იგი ხომ მიჩვეულია კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში, არქივი არ იწვის,“ - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.