logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სალომე ზურაბიშვილი დღეს ღიად გადაჯდა ოპოზიციურ ნავში
- +

31 მარტი. 2023. 16:13

 

 

„სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის არსებობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა. მოლოდინი მქონდა, რომ პრეზიდენტი არგუმენტირებული სიტყვით წარდგებოდა, რეალურად კი სიყალბით გაჯერებული სიტყვა ვიხილეთ, ხელოვნურად მოახდინა ფაქტების დამახინჯება, რაც მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერ აღმოჩნდა ღირსეული პრეზიდენტი.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტს, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება, არ აქვს უფლება, ქვეყნის მთავარსარდლად იწოდებოდეს:

 

„სალომე ზურაბიშვილი დღეს ღიად გადაჯდა ოპოზიციურ ნავში. სამწუხაროდ პრეზიდენტის ღვარძლით სავსე გამოსვლა ზრდის პოლარიზაციას, რაც ართულებს მთავარი მიზნის მიღწევას. უმადური ადამიანი, მართალი ადამიანი ვერ იქნება, სალომემ დღეს მრავალ ნაკლთან ერთად, საკუთარი უმადურობა გვაჩვენა, ყველა ადამიანი წარსულიდან მოდის, რომლის დავიწყებაც დაუშვებელია. სამწუხაროდ, სალომე ვერ აღმოჩნდა ღირსეული პრეზიდენტი, პრეზიდენტს, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება, არ აქვს უფლება, ქვეყნის მთავარსარდლად იწოდებოდეს!“ - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner