logo_geo
eng_logo
31 მარტი - დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე
- +

31 მარტი. 2023. 16:24

 

 

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ,  საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია.

 

32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა.

 

შეკითხვაზე: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ - საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner