logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: დღეს საქართველოს სახელმწიფოს დამაარსებლის, ზვიადის დაბადების დღეა. ასევე არის მისი, მერაბისა და სხვა პატრიოტების მეოხებით ჩატარებული რეფერენდუმის დღე!
- +

31 მარტი. 2023. 16:52

 

 

ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია რეფერენდუმის დღის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

 

„დღეს საქართველოს სახელმწიფოს დამაარსებლის, ზვიადის დაბადების დღეა. ასევე არის მისი, მერაბისა და სხვა პატრიოტების მეოხებით ჩატარებული რეფერენდუმის დღე. უამრავი სიკეთე შეიძლება ილაპარაკო ზვიადზე ადამიანმა, მაგრამ მე პირადად, არ მაძლევს ცხოვრებისეული მანდატი საშუალებას, მეტი ვისაუბრო მასზე.

 

P.S. ყველა ზღვარს სცდება ის, რაც დღეს, მთაწმინდის პანთეონში პრემიერის მისვლისას ხალხმა დაინახა. ეგზალტირებული ბრბო უზნეო სიტყვებით იყო წარმოდგენილი პრემიერისა და სხვა სტუმრების მისამართით. თუ ვის, ირაკლის ეს უზნეობა არანაირად არ ეკუთვნის. მსგავსი ხალხის დიდი წვლილია ზვიადის დაღუპვაში“, - წერს გიორგი გამსახურდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner