უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უარყო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწოდებები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
„ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს სრულიად დაუშვებელია. უკრაინას უფლება აქვს გადაადგილოს ჯარები და აღჭურვილობა თავის ტერიტორიაზე, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.