logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა რუსეთს დაკავებული ამერიკელი კორესპონდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
- +

31 მარტი. 2023. 19:46

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთს დაკავებული ამერიკელი კორესპონდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მოსკოვის სასამართლომ გაზეთ Wall Street Journal-ის კორესპონდენტს, ევან გერშკოვიჩს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ედება ბრალი.

სასამართლოს სხდომა პრესისთვის დახურული იყო და სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ამერიკის მოქალაქე ჟურნალისტის დაკავების გამო, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner