logo_geo
eng_logo
სასტუმროს „ამბასადორის“ ადმინისტრაციის ცნობით, შენობაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია
- +

31 მარტი. 2023. 19:47

სასტუმრო „ამბასადორის“ ადმინისტრაცია დღეს შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.
მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ სასტუმროში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner