აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკური დევნა უწოდა.
„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის უპრეცედენტო წაყენება კამპანიის დაფინანსების საკითხში აღმაშფოთებელია და ვფიქრობ, ამერიკელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ნათელია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ბრალის წაყენება „მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შემდგომ დაყოფას ემსახურება“ მაშინ, როდესაც აშშ „დიდი გადაუჭრელი გამოწვევების წინაშე დგას, როგორც სახლში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალის წაყენებას „პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევა“ უწოდა.
„ვფიქრობ, რომ კუდიანებზე ნადირობა უკან შემოუბრუნდება ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.