აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყანას.
„ელვინ ბრეგმა [მანჰეტენის საოლქო პროკურორი] გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობით.
როდესაც ის [ელვინ ბრეგი] რეგულარულად ათავისუფლებს მოძალადე კრიმინალებს საზოგადოების დატერორებისთვის, მან გამოიყენა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
ამერიკელი ხალხი არ მოითმენს ამ უსამართლობას და წარმომადგენელთა პალატა ელვინ ბრეგს პასუხისმგებლობას დააკისრებს“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.