logo_geo
eng_logo
გონიოში დაკარგულ ჯარისკაცებს საზღვაო წესით დაკრძალავენ
- +

1 სექტემბერი. 2016. 10:41



საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს" ცნობით, 1 სექტემბერს, გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონია გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, საზღვაო ზოლის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც წვრთნებისას შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ცერემონიის ფარგლებში, ზღვაში ყვავილებს გაუშვებენ.



ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და უწყების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან.



გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობდა.


უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner