ავტორი ანა ნონიკაშვილი
„დადებითად ვაფასებ, რომ გორში თავმოყრილი იქნება რამდენიმე ძლიერი კანდიდატი, რომლებიც გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას, რადგან ასეთი ტიპის მაღალი კონკურენციის დონე იძლევა შესაძლებლობას, მოსახლეობამ გააკეთოს სწორი არჩევანი",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გორში მაჟორიტარ კანდიდატებად ირაკლი ალასანიას და ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურების წარდგენას.
ჩაფიძის განცხადებით, მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, გორში „ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს.
„ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყოს მაღალი სტანდარტებით დაცული. ასეთი კონკურენტუნარიანი არჩევნები არ მახსენდება. საინტერესო არჩევნები იქნება და დარწმუნებული ვარ, გორში „ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს",- განაცხადა ჩაფიძემ.