ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებული ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
მისი თქმით, გრიგორიადისის მხარდამჭერები, ძალადობას აპროტესტებენ იმ ფონზე, როცა პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებლის გამართლებას ცდილობენ.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დაკავებულის სექსუალური ორიენტაცია არაფერ შუაშია იმ ფაქტთან, რომ ძალადობის ჩამდენმა პირმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
„ერთი ხელით ვითომ ძალადობას აპროტესტებენ ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ! საით მიგყავთ თემა? ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს! პოლიციელები მოსაკლავად გაიმეტა და ესენი მხარს უჭერენ. ესაა ნაცების რეალური სახე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.