logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას უნდა დავაკვირდეთ
- +

1 აპრილი. 2023. 16:22

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი 7- 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, ადამიანს, რომელიც პოლიციელს დასაწვავად იმეტებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იცავენ.

 

მეგრელიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ დაკავებელმა პირმა, წარსულში საკუთარ მამასაც მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

 

„ადამიანი მამას რომ დაჭრის, ის სხვას დაინდობს? პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? კიდევ რამდენი ნაცი გაბედავს მოძალადის დაცვას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner