logo_geo
eng_logo
დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაშია
- +

1 აპრილი. 2023. 18:40

 

 

დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაშია.

 

თბილისის მერიის განახლებულ ვებ-გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა უკვე შესაძლებელია. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.

 

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ აბულაძის განცხადებით, ნებისმიერი ა კატეგორიის ნებართვის მსურველ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული ვებ-გვერდით, შევიდნენ პირად სივრცეში და დაარეგისტრირონ ა კატეგორიის თავიანთი კუთვნილი ნებართვა, რომელიც მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner