logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი
- +

1 აპრილი. 2023. 21:38

 

არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი, რომელიც აგერ უკვე მე-11 წელია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს და პერიოდულად ადამიანები იცვლებიან, ვინაიდან ახალი ენერგია და ხედვები შევიდეს სხვადასხვა დარგში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ძალიან ბევრი გააკეთა ჩემმა წინამორბედმა, მაგრამ ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახლა ჩემი გამოცდილება იყოს გამოყენებული. ჩვენს ოპონენტებსა და მათ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს უბრალოდ არ მოსწონთ სიახლეები. არ მოსწონთ, როცა მმართველი პარტია იღებს წინ მხედველ და სწორ გადაწყვეტილებებს. მოვედი, რომ მოვუსმინო ნებისმიერ ახალგაზრდას, მიუხედავად მათი პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ გემოვნებისა. ეს არის ჩემი შერჩევის ნაწილი. მე ვუსმენ ყველას. პირველი რაც ვთქვი, რომ შევხვდები ყველას, ვინც ჩართულია განათლების სფეროში. დაწყებული ბავშვით“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner